ვილაშ-ბოაში: ლამპარდი მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდება თამაშს

უცხოური ფეხბურთი 25-სექ, 16:329 Ditoo 1269 0






ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა ისაუბრა მისი გუნდის ნახევარმცველზე, ფრენკ ლამპარდზე.

ის, რომ ფრენკ ლამპარდს აქვს არასახარბიელო ფორმა, არ არის მხოლოდ ფაბიო კაპელოს ბრალი, რომელიც ზოგიერთის თქმით ძალიან ტვირთავს ინგლისელს. მისი ცუდად თამაშის მიზეზი ის ტრავმაა, რომელიც გუშინდელ მატჩში, "სვანსის" წინააღმდეგ გაუმიზეზდა. სწორედ ამ ტკივილების გამო დაასრულა მან ნაადრევად თამაში გუშინ.

"ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და თითოეულმა მათგანმა შეიტანა წვლილი ამ გამარჯვებაში, ერთ-ერთი კი ფრენკი იყო".

"ალბათ ის ფაქტი, რომ ლამპარდი არის დიდი ფეხბურთელი და ძალიან საჭირო ფიგურა გუნდისთვის, ყველასთვის ნათელია. როგორც ექიმები იტყობინებიან, ის კლუბის დახმარებას იმაზე უფრო მალე შეძლებს, ვიდრე ვვარაუდობდით, ეს კი ძალიან სასიხარულო სიახლეა". - განაცხადა მწვრთნელმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018