Image

ჯერარდი: ეს თამაში ჩვენ უნდა მოგვეგო!

უცხოური ფეხბურთი 16-ოქტ, 22:129 guka..kvesitadze 1526


















"ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მატჩის შემდგომ, რომელიც დღეს "ენფილდზე", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ზემოთხსენებულ "ლივერპულს" შორის გაიმართა და ანგარიშით 1-1 დასრულდა ინტერვიუ გააკეთა და ჟურნალისტებს პირდაირ განუცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა, რადგან მათ, "მანჩესტერზე" უკეთესად ითამაშეს. სტივენმა ასევე შეაქო ახალგაზრდა ესპანელი მეკარე დავიდ დე ჰეა, რომელმაც თავისი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებულ გოლს. როგორც მოგეხსენებათ სწორედ ამ ინტერვიუს ავტორმა საჯარიმო დარტყმიდან გაუტანა მანჩესტერს გოლი. რიო ფერდინანდის, შემდეგ კი რაიან გიგზის შეცდომის გამო, მაგრამ ალისფერი ეშმაკუნების საბედნიეროდ ხავიერ ერნანდესმა ანუ ეგრეთწოდებულმა ჩიჩარიტომ გადაარჩინა თავისი გუნდი, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ როგორც ზემოთ მოგახსენეთ მატჩი 1-1 დასრულდა. როგორც ჩანს ამ ანგარიშით სრულიად კმაყოფილია სერ ალექს ფერგიუსონი, რადგან მან ამ მატჩში ფაქტიურად მეორე შემადგენლობა გამოიყვანა მინდორზე, მაგრამ აი სტივენ ჯერარდი კი სრულიად სხვა აზრზეა.
ჯერარდი: დღეს მანჩესტერი არ იმსახურებდა 1 ქულას, რადგან ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ და გამარჯვებასაც სწორედ ჩვენ ვიმსახურებდით. მართალია "მანჩესტერი" ძლიერი გუნდია, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით და ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება, მაგრამ ჩვენს მაგივრად მათ გაუმართლათ და სრულიად არადამსახურებულად მოიპოვეს თითქმის დაკარგული ქულა. წელს ჩვენი მთავარი მიზანია ოთხეულში შესვლა და იმედია ამას მოვახერხებთ. ჩვენ დასაწყისში ცოტაოდენი ქულები დავკარგეთ, მაგრამ მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას დასახული მიზნისკენ და აუცილებლად მივაღწევთ მას!

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
svanchika 16 ოქტომბერი 2011 23:29
გოლი გაიტანეს იმ ორი კუთხურიდან და მეტი ვერაფერი გააკეთეს. გოლის მერე დაიშტურმა მანჩესტერი, რუნიმ და დე ხეამ ივაჟკაცა და გოლისგან იხსნა იმ ბოლო წუთებში მანჩესტერი. ეგ არარის მიზეზი ძირითადის ფეხბურთელი ათამაშა თუ არა, არავინ ყავდა ტრამვირებული და ფერგიმ ვინც საჭიროდ ჩათვალა ის ათამაშა. თვითონ იყო კმაყოფილი ანგარიშით ანუ მაქსიმუმი გააკეთა.
guka..kvesitadze 16 ოქტომბერი 2011 22:13
უნდა ვაღიაროთ რომ ლივერპულმა გვაჯობა რაღაცეებში, მაგრამ იმ მანჩესტერს რომლის ძირითადის 6 კაცი არ თამაშობდა : )) და კიდე 2 საერთოდ განაცხადშიც არ იყო : )) კაი ჯერარდ ნამუსიც კაი რამეა : )) როგორც კი 3 ძირითადის კაცი შემოვიდა გოლი გაიტენეს და კიდე 3 რო ყოფილიყო რა მოხდებოდა : )) ხო არ იცით
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (361)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა