უცხოური ფეხბურთი
ანხელ დი მარიას ინტერვიუ

მადრიდის ”რეალის” შემტევმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარია ფერნანდესმა ”Real Madrid Tv" ს ინტერვიუ მისცა, სადაც იგი თავის მეგობრებსა და ”La Ceramica" ზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ მას ძალიან გაუხარდა, რომ დაბრუნდა იმ რაიონში სადაც მისი მეგობრები არიან.

” მე ძალიან გამიხარდა, როცა "La Ceramica" ზე დავბრუნდი. ძალიან გამიხარდა ჩემი მეგობრების და მეზობლების დანახვა, რომლებსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობ” აცხადებს არგენტინელი.

ანხელ დი მარიას სთხოვეს რაიმე ეთქვა ამ რაიონზე.

” ძალიან რთულია როდესაც ჩემს ძველ მეგობრებს ვხვდები. მე ამ ადგილზე გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. სწორედ აქ ვთამაშობდი ქუჩაში მეგობრებთან ერთად ფეხბურთს”.

”ეს ადგილი ჩემი ოჯახია, ასე დაასრულა ანხელ დი მარიამ ”La Ceramica" ს შესახებ საუბარი.











კომენტარის დამატება