Image

შალკემ ლევერკუზენი დაამარცხა, ჰანოვერმა კი ბაიერნი

უცხოური ფეხბურთი 23-ოქტ, 22:459 Sportnews 1763


















დღეს გერმანიის ბუნდესლიგის ორი შეხვედრა გაიმართა, ერთი შეხვედრა ტურის ცენტრალური მატჩი იყო, სადაც ერთმანეთს "ლევერკუზე" და "შალკე" უპირისპირდებოდნენ, მეორე შეხვედრაში კი "ჰანოვერი" და "ბაიერნი".

პირველი შეხვედრა "ლევერკუზენი"-"შალკეს" შორის გაიმართა, შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა და საბოლოოდ სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, 82-ე მასპინძლები კუთხურს აწვდიდნენ, რის შემდეგაც ბურთი "შალკეს" ჩილელ ფეხბურთელს ფარფანს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა თავის საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ბურთთან ერთად ირბინა და საბოლოო შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

მეორე შეხვედრაში "ჰანოვერი" ჩემპიონატის ლიდერს "ბაიერნს" მასპინძლობდა. სტუმრები შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებენ და დღესაც მისგან ყველა მოგებას მოელოდა, მაგრამ "ჰანოვერმა" შეძლო მათი შეძერება და ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი 2-1 დაამარცხა.

ამრიგად "ბაიერნი" 10 ტურის შემდეგ 22 ქულით პირველზეა, "შალკეს" 18 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ასევე 18 ქულა აქვს "ჰანოვერს" და მეოთხეზე იმყოფება, "ლევერკუზენი" კი 14 ქულით მეათე ადგილს იკავებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
datopagava23 24 ოქტომბერი 2011 16:00
ბაიერნმა როგორ წააგო ტო ... აუუუ :@ მსაჯის ბრალი იყო ვუყურებდი მე :@
giorgibarsa 24 ოქტომბერი 2011 15:22
მაგარი ფოტოა სიახლეზე wink
Sportnews 23 ოქტომბერი 2011 22:46
აუ ჰუნტელაარი რა კაცია საღოლ რა , კაი გოლი იყო, ფარფან საღოლ , მთელი მოედანი ირბინა , გამიხარდა გამარჯვება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (209)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა