Image

დიდი იტალიური ტური

უცხოური ფეხბურთი 29-ოქტ, 15:319 Sportnews 1688


















დღეს იტალიაში დიდი ტურია, ორი გამორჩეული შეხვედრა, რომელზეც მთელ საფეხბურთო სამყაროს აქვს თვალი მიპყრობილი. დღეს "იუვენტუსი" "ინტერს" დაუპირისპირდება, რომში კი "მილანი" ჩავა.

დღეს 20:00 საათზე "რომა"-"მილანის" შეხვედრა დაიწყება, მოქმედმა ჩემპიონმა ცუდად დაიწყო სერია A, მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი გამოასწორა და ახლა კარგ ფორმაშიც იმყოფება, რაც შეეხება "რომას" ეს გუნდი არასტაბილური თამაშით გამოირჩევა და ჯერაც ვერ დგას იმ დონეზე, როგორცი მის გულშემატკივრებს სურთ.

"მილანი" 8 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, აშკარაა, რომ ეს ადგილი არ აკმაყოფილებთ მილანელებს და შეეცდებიან დღეს ისინი სამი ქულა მოიპოვონ. რაც შეეხება რომაულ გუნდს 8 ტურის შემდეგ "რომა" 11 ქულით მე-9 ადგილზეა. მათი გამარჯვების შემთხევვაში "რომა" გაუტოლდება ქულების რაოდენობით თავის დღევანდელ მეტოქეს.

სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - კასეტი, ბურდისო, ჟუანი, ანხელი - პეროტა, დე როსი, გაგო - ბორიელო, ბოიანი, ოსვალდო.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ტაივო - აკვილანი, ვან ბომელი, ნოჩერინო - ბოატენგი - კასანო, იბრაჰიმოვიჩი.

მეორე დაძაბული შეხვედრა დღეს 22:45 საათზე გაიმართება. "იუვენტუსი" "ინტერს" უმასპინძლებს. რვა ტურის შემდეგ "იუვენტუსი" თავის სასურველ ფორმას იკავებს" ტურინული გუნდი სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია, "ინტერს" კი ძალიან ცუდი სტარტი აქვს. მილანური გუნდი რვა ტურის შემდეგ მე-16 ადგილზე იმყოფება, რაც ამ გუნდისთვის საშინელებაა.

სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო - ძანეტი, ტიაგო მოტა, სტანკოვიჩი - სნეიდერი - სარატე, პაცინი.
იუვენტუსი (4-3-2-1): სტორარი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პირლო, ვიდალი, მარკიზიო - პეპე, ვუჩინიჩი - მატრი.

ორივე შეხვედრის პირდაპირის ტრანსლაცია ტელეკომპანია GMG-ფეხბურთზე იქნება, მატჩის საყურებელი ლინკები კი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენთან LIVE.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
maurinio 29 ოქტომბერი 2011 15:29
რაულიტო,
მეც ეგრე ვპიკრობ და ეგრე დავცერე 1 3 2 2
Sportnews 29 ოქტომბერი 2011 15:08
მგონია, რომ მილანი მოიგებს და იუვენტუსი-ინტერი ფრედ დამთავრდება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (268)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა