უცხოური ფეხბურთი
ჰუნტელაარი მანჩესტერს გამორიცხავს

პრესის ინფორმაციის თანახმად, კლას-იან ჰუნტელაარი არის ინგლისური გრანდის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის ფარგლებში, თუმცა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს ამაზე.

"მე არ ვიცი არაფერი ჩემს "მანჩესტერში" გადასვლის ინფორმაციის შესახებ. მე ორიენტირებული ვარ მხოლოდ და მხოლოდ "შალკეზე". ჩემთვის გასაკვირი არაა შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბიდან. მათ როგორც ყოველთვის, ჩვეულებისამებრ, განვიხილავ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებებს. ეს ასე იყო ყოველთვის და ასეც იქნება".

"გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდე მაქვს. თუ კლუბის პრეზიდენტაციას სურს, რომ გააგრძელოს ჩემთან ხელშეკრულება, მე წინადადებას აუცილებლად განვიხილავ". - განაცხადა ჰოლანდიელმა ფორვარდმა.












კომენტარის დამატება