უცხოური ფეხბურთი
ტერის მხარდაჭერის მაისურებს უმზადებდნენ

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" მცველმა, ჯონ ტერიმ მიაყენა რასისტული შეურაცხყოფა "ქპრ"-ს მცველ ანტონ ფერდინანდს. ამის გამო ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა დაესაჯა ინგლისელი მცველი დისკვალი ფიკაციისა და ფულადი ჯარიმის გადახდის სახით.

დისკვალიფიკაცირებული ტერის გასამხნევებლად კლუბმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორი მაისურები დაემზადებინათ და ჩაეცვათ მოთამაშეებს. თუმცა, გუნდმა შეიცვალა აზრი და ჯონის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა ფედერაციის მიმართ პროვოკაციით გადაწყვიტა.

"ჩვენ განვიხილეთ მაისურების გაკეთების იდეა მოთამაშეებთან ერთად. მთლიანი გუნდი მხარს უჭერს ტერის, თუმცა არამგონია მაისურები იყოს ის მხარდაჭერის გამომხატველი საქციელი, რომელიც მოთამაშეს გაამხნევებს". - განაცხადა "ჩელსის" წარმომადგენელმა.










კომენტარის დამატება
  • Richie

  • 25 დეკემბერი 2011 16:27
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
პირიქით უნდა მოქცეულიყვნენ. ტერი დამნაშავე იყო და რატომ უნდა დაეჭირათ მისთვის მხარი?