ჩელსი სნეიდერითა და იგუაინით დაინტერესდა

უცხოური ფეხბურთი 26-დეკ, 17:309 Ditoo 1135 2






ლონდონის "ჩელსმა" ორ ფეხბურთელს დაადგა თვალი: მილანის "ინტერის" ნახევარმცველ უესლი სნეიდერსა და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ გონსალო იგუაინს.

როგორც მოგახსენეთ, "არისტოკრატები" დაინტერესებული არაინ რამდენიმე მოთამაშით, მათ შორის კი არის "ინტერის" ჰოლანდიელი ვარსკვლავი, უესლი სნეიდერი. "ინტერი" მზადაა უესლი იანვარში გაყიდოს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ნახევარმცველს პრემიერ ლიგის გუნდები ეპატიჟებიან და შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს სნეიდერი "მანჩესტერში", "ჩელსიში", "მანჩესტერ სიტიში" ან "არსენალში" ვიხილოთ.

რაც შეეხება ლონდონელთა მეორე ვარიანტს, არგენტინელ გონსალო იგუაინს, "ჩელსი" მის გუნდთან, "რეალ მადრიდთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს...

როგორც La Stampa ამბობს, ფეხბურთელით დაინტერესებული კლუბების, "ჩელსის" და "იუვენტუსის" წინადადებებში არ არის ისეთი თანხები მითითებული, რომლებიც იგუაინს დააკმაყოფილებენ. ამ ამბის შემდეგ კი სავარაუდოდ "ლურჯები" ეცდებიან წინადადების გაუმჯობესებას, რათა გუნდში გონსალო გადაიბირონ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

Richie 26-დეკ, 19:16

იგუაინის ყიდვა უფრო გაუჭირდებათ ვიდრე სნეიდერის. პიპიტა ისეთ ფორმაშია რომ რეალი მაგას ეგრე არ შეელევა. არც სნეიდერია ცუდ ფორმაში მაგრამ...

Ditoo 26-დეკ, 17:32

აქედან http://tribalfootball.com/articles/inter-milan-willing-sell-man-utd-chelsea-targ
et-sneijder-2578631 და აქედან http://tribalfootball.com/articles/chelsea-open-real-madrid-talks-higuain-257919
1 დავწერე ეს სტატია. გავაერთიანე, თორემ ცალ-ცალკე პატარები იყო :))
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018