ფორლანმა ტრამვა მოირჩინა

უცხოური ფეხბურთი 28-დეკ, 14:449 Ditoo 1027 0






მილანის "ინტერის" ურუგვაელმა ფორვარდმა, დიეგო ფორლანმა გამოტოვა 10 კვირა დაზიანების გამო. ამჟამად მისი ყველა ორგანო მწყობრშია, თუმცა მილანელთა მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი არ რისკავს და ელოდება ფეხბურთელის სრულად გამოჯანმრთელებას.

"მე ახლა ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ერთი შეხედვით, ეს დაზიანება დადებითიც კი იყო ჩემთვის, რადგან დაზიანების დროს მე მქონდა საშუალება დამესვენა მცირეოდენი ხნით და მომეკრიფა ძალები. მე მალე განვაახლებ ვარჯიშებს გუნდთან ერთად და ალბათ მალე ვითამაშებ კიდეც "ინტერის" რიგებში. იმედი მაქვს, რომ გუნდს მალე შევუერთდები". - განაცხადა ფორლანმა.

"რანიერი არ ჩქარობს ჩემს დაბრუნებას ფეხბურთში. ეს არის ისეთი მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია გამოსავლების პოვნა - მან იცის, თუ რა გააკეთოს ამა და იმ შემთხვევებში. მას აქვს დიდი გამოცდილება სამწვრთნელო კარიერაში. კლაუდიო ყველაფერს აკეთებს თითოეული მოთამაშისთვის".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018