ბარსელონას რომეუს გუნდში დაბრუნება სურს

უცხოური ფეხბურთი 28-დეკ, 15:309 Ditoo 1144 3






ესპანური მედიების ინფორმაციით, ორიოლ რომეუ, რომელიც გასული სეზონის ბოლოს, ზაფხულში კატალონიის "ბარსელონამ" გაყიდა ლონდონის "ჩელსიში" 5 მილიონ ევროდ, შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს.

გასულ სეზონში რომეუს "ბარსელონადან" წასვლის მიზეზი სათამაშო დროის უკმარისობა იყო, მას პეპ გვარდიოლა არ აძლევდა საკმარის სათამაშო პრაქტიკას, ამის გამო კი ახალგაზრდა ესპანელი იძულებული გახდა დაეტოვებინა კლუბი, თუმცა, ახლა შეიძლება ორიოლი კატალონიას დაუბრუნდეს, რადგან გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, სეიდუ კეიტა ზამთარში ერთ-ერთ იტალიურ კლუბში გადადავა, ამის შემდეგ კი 20 წლის მოთამაშეს "ბარსაში" უფრო მეტი სათამაშო დრო და უფრო მეტი შანსი მიეცემა.

სავარაუდოდ, ესპანური გრანდი ყოფილ ფეხბურთელს "არისტოკრატებისგან" 10 მილიონად გამოისყიდის და გუნდის რიგებში მომდევნო წლის ზაფხულში, ან 2013 წლის ზაფხულში ჩაირიცხავს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

Ditoo 30-დეკ, 20:20

გმადლობ :)

zuka123 28-დეკ, 18:42

გილოცავ დიტო 100000000000000000000 მომელოცოს

Ditoo 28-დეკ, 16:41

ჩემი მე-100 სტატია :)))
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018