ზამთრის ჩემპიონები

უცხოური ფეხბურთი 31-დეკ, 16:119 Sportnews 1053 3





დღეს 2011 წლის ბოლო დღეა, საახალწლოდ თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის ჩემპიონატის ისვენებს, გარდა პრემიერლიგის. მინდა შემოგთავაზოთ წამყვანი ქვეყნების: იტალიის, ესპანეთის და გერმანიის პირველი წრის ანუ ზამთრის ჩემპიონები.

ზამთრის ჩემპიონები


გერმანია-მიუხენის "ბაიერნი"

შარშან "ბაიერნი" უტიტულოდ დარჩა, წელს კი გუნდი ყველაფერს გაააკეთებს, რომ ბუნდესლიგის ჩემპიონობა იზეიმოს, "ბაიერნი" აშკარად აღემატება თავის უშუალო მეტოქქებს და ერთი პერიოდი მათთან საკმაოდ დიდი ჰანდიკაპიც ჰქონდა, მაგრამ შემდეგ აუტცაიდერებთან ქულების დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ თავის მეტოქეებს: "დორტმუნდს" და "შალკეს" მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. მთლიანობაში "ბაიერნი" მართლაც კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ნომერ პირველი ფავორიტია მეორე წრეშიც, "ბაიერნი" შეეცდება ეს ჰანდიკაპი არ დაკარგოს და უფრო გაზარდოს, რაც საბოლოოდ მის ჩემპიონობას გამოიწვევს.

ზამთრის ჩემპიონები


იტალია- "მილანი"

იტალიაში ჯერ მხოლოდ 16 ტურია გასული და პირველი წრეც არ დამთავრებულა, მაგრამ მოდით მაინც "მილანს" ზამთრის ჩემპიონი ვუწოდოთ, თუმცა "მილანი" მხოლოდ უკეთესი ბურთების სხვაობით არის წინ "იუვენტუსთან". ორივე გუნდს თანაბარი 34-34 ქულები აქვთ და მეორე წრეში ძალიან დაძაბული ბრძოლა გველის. თუმცა "იუვენტუსისგან" განსხვავებით "მილანი" მაინც ჩამოყალიბებული გუნდია და ფავორტია. "მილანმა" ჩემპიონატის პირველი ნახევარი არასტაბილურად ჩაატარა.

ზამთრის ჩემპიონები


ესპანეთი-"რეალი"

ესპანეთის ჩემპიონობისთვის 2 გუნდი იბრძვის ბოლო რამდენიმე წელი და ეს "ტრადიცია" არც წელს დაირღვა, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით ამ დროს პირველ ადგის "ბარსელონა" იკავებდა, მაგრამ ახლა ზამთრის ჩემპიონი "რეალი", რომელმაც კონკურენტის 3 ქულით გაუსწრო. "რეალის" სტაბილურმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ მიუხედავად "ბარსელონასთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მარცხისა გუნდი მაინც პირველზე დარჩა და თან 3 ქულიანი ჰანდიკაპით. მას შემდეგ რაც "რეალმა" ქულები დაკარგა "ლევანტესთან" (0:1) და "რასინგთან" (0-0) , ზედიზედ ერთი მეორეს მიყოლებით ამარცხებდა გუნდებს და "ბარსელონასთან" შეხვედრამდე 6 ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა, მაგრამ კატალონიელბს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და "რეალთან" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, რამაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

traurritick 05-იან, 18:53

Спасибо, всех с Новым годом и Рождеством!

Richie 31-დეკ, 23:07

ბაიერნი ჩემპ. ლიგაზე მერვედფინალში გავარდება, ბასელი გააგდებს

Sportnews 31-დეკ, 16:13

ინგლისსზე არ დავდე, რომ მანდ ვერ გაიგებ, როდის არის ზამთარი და ასე შემდეგ, მანდ სულ თამაშობენ wink
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018