გიორგი მერებაშვილი თბილისის დინამოში ითამაშებს

უცხოური ფეხბურთი 08-იან, 15:379 Sportnews 1310 3






სანდო წყაროზე დაყრდნობით, სერბული "ვოივოდინას" ფეხბურთელი და "დინამოს" აღზრდილი 25 წლის ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი თბილისის "დინამოში" ითამაშებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თავად ფეხბურთელს დავუკავშირდით და ინფორმაცია დაგვიდასტურა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, თუმცა მთავარი სიტყვა უკვე "ვოივოდინას" ეთქმის.

ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ თუ გადაწყდა, მერებაშვილი 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს თბილისის "დინამოსთან".

მერებაშვილით არაერთი ევროპული გუნდი იყო დაინტერესებული, მათ შორის ყველაზე მეტად უკრაინული "კარპატი" აქტიურობდა.

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილი "დინამოში" 2006–2010 წლებში თამაშობდა და 108 მატჩში 86 გოლის გატანა მოახერხა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

Sportnews 08-იან, 18:29

Dark Dante,
მე მგონია დინამოს მაგრად გამოადგება, მერებაშვილი მართლა კარგი ფეხბურთელია, მითუმეტეს საქართველოს ჩემპიონატის დონეზე

Dark Dante 08-იან, 17:25

1 500 000 $ არის ამის ფასი, დინამოში და მგონი საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებულია, ვნახოთ აბა რას იზამს

giorgibarsa 08-იან, 15:39

ვაა ძაან მაგარია
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018