უცხოური ფეხბურთი
რეალი შემდეგ ეტაპზე გავიდა

დასრულდა კოპა დელ რეაის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრა, მადრიდის "რეალმა" სტუმრადაც შეძლო "მალაგას" დამარცხება (1-0 ბენზემა), რაც იმას ნიშნავს, რომ სამეფო გუნდი 1/4 ფინალშია.

შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, "მალაგა" ცდილობდა მთელი თამაშის განმავლობაში გოლის გატანას, მაგრამ საგოლო მომენტამდე საქმე თითქმის არ მისულა, რაც განაპირობა მადრიდელთა ყურადღებით თამაშმა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 72-ე წუთზე ოზილის გადაცემის შემდეგ კარიმ ბენზემამ გაიტანა, ბენზემას დარტყმის დროს უხეშად შეცდა მასპინძელთა კარის დარაჯი და შეხვედრის ერთადერთი გოლი გავიდა. დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იანვარში კიდევ ორ "ელ კლასიკოს" ვიხილავთ, რადგან "ბარსელონამ" პირველ შეხვედრაში "ოსასუნა" 4-0 დაამარცხა და სწორედ ამ წყვილის შორის გამარჯვებული ხვდება "რეალს".
















კომენტარის დამატება
  • Alex_Song

  • 11 იანვარი 2012 12:06
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 23.08.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 433 комментария
  • 268 публикаций
^
რა მნიშვენელობა ჰქონდა მაინც ბარსა გამოაგდებს, არაუშავრა გაუხარდეთ 1/4 გადავედითო. 3 აუ ამისი რა მე ვერ ვუყურებ პიირველ თამაშს recourse მარა მთელი სულით და გულით ბარსასკენ ვიქნები ტელეფონიდან ვუყურეებ :D მარა ჭედავს ლივესკორე ჯობია:D