უცხოური ფეხბურთი
კასილასი: ჯერ მალიორკა შემდეგ ბარსელონა

"სამეფო გუნდის" კაპიტანი იკერ კასილასი აცხადებს, რომ გუნდის მთავარი ამოცანა ლა ლიგის მოგებაა, გუნდი სერიოზულად უნდა მიუდგეს ყველა მეტოქეს, ამიტომ "რეალი" ჯერ "მალიორკაზე" ფიქრობს და შემდეგ უკვე თასზე გასამართ შეხვედრაზე იფიქრებს.

"ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ ჩემპიონატს მოვიგებთ, რაც ჩვენი მთავარი მიზანია, ამიტომ უნდა დავაფასოთ ნებისმიერი მეტოქე, ახლა მხოლოდ "მალიორკას" დამარცხებაზე ვფიქრობთ"

"რაც შეეხება ესპანეთის თასის შეხვედრას "ბარსელონასთან", ამაზე ფიქრი მას შემდეგ რაც "მალიორკასთან" შეხვედრას ჩავატარებთ"-აცხადებს იკერ კასილასი.












კომენტარის დამატება