უცხოური ფეხბურთი
მოურინიო:პრიორიტეტი ლა ლიგაა

"მალიორკასთან" შეხვედრის წინ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.

მოურინიო აცხადებს, რომ გუნდის პრიორიტეტი მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატია, ამიტომ გუნდი ახლა მხოლოდ "მალიორკასთან" შეხვედრაზე ფიქრობს, აუცილებელია სტუმრად სამი ქულის მოპოვება.

"ჩვენი მეტოქე "მალიორკაა" და სწორედ ამ გუნდზე ვფიქრობ ახლა და არა "ბარსელონაზე", მედია და საფეხბურთო სამყარო ახლა უფრო მეტად "ელ კლასიკოზე" ფიქრობს, მაგრამ მე არ მაინტერესებს ამ ეტაპზე ეს დაპირისპირება"

"ლა ლიგა პრიორიტეტია ჩვენი. მატჩი "მალიორკასთან" არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ, პირველივე წუთებიდან მთლიანად დავიხარჯებით, რომ თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი მოვლენები. მათ შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს კოპა დელ რეიზე, ამიტომ ისინი ძლიერი მოწინააღმდეგები არიან"

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ ლა ლიგა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე კოპა დელ რეი ამ ეტაპზე, როცა თასის შეხვედრა იქნება ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ ვართ მოქმედი ჩემპიონები და გვსურს რა თქმა უნდა ამ ტიტულის დაცვა"

"დი მარია ვერ შეძლებს თამაშს "მალიორკას" წინააღმდეგ, იგი ჯერ კიდევ აღდგენით პროცეს გადის, სამწუხაროა ხედირას დაკარგვაც, კარვალიოც თითქმის გამოჯამრთელდა, მაგრამ ჯერ ბოლომდე მზად არ არის, ახლა საჭიროა ფეხბურთელები, რომლებიც შანს მიიღებენ გამოიყენონ"

"რონალდუ არის გუნდის ლიდერი, ის არის შესანიშნავი ფეხბურთელი, რაზეც მისი სტატისტიკა მიგვითითებს, მან მოიგო ოქროს ბურთი და ის იტანს ძაან ბევრს"
-განაცხადა მოურინიომ.












კომენტარის დამატება