უცხოური ფეხბურთი
მოურინიო: რისკი გამარჯვებისთვის

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა "მალიორკას" მოგებული შეხვედრის (2:1) შემდეგ განაცხადა, რომ რისკმა გაამართლა.

"მალიორკა" არის შესანიშნავი გუნდი, რომელსაც ჰყავს კარგი ფეხბურთელები და კარგი მწვრთნელი, მათ ჩქარი კონტრშეტევები დაუპირისპირეს ჩვენ ტაქტიკას, რამაც გაამართლა კიდევაც პირველ ტაიმში, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენმა გაწეულმა რისკმა გაამართლა და სამი ქულა მოგვიტანა"

"მე შევცვალე მარსელო რადგან სამი მცველით მინდოდა თამაში, კოენტრაო-რამოსი-პეპეს ტრიომ გაამართლა, სტუმრად გამარჯვება ყოველთვის რთულია და დღეს ეს ჩვენ შევძელით , კალეხონმა შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა"-განაცხადა მოურინიომ მატჩის დასრულების შემდეგ.










კომენტარის დამატება