უცხოური ფეხბურთი
დინამოს პირველი მეტოქე კაბილიაა

ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება "დინამოს" პირველი მოწინააღმდეგე ბარსელონაში. ხვალ, თბილისის დროით 15:00 საათზე ჩვენი გუნდი ალჟირის "კაბილიას" დაუპირისპირდება.

ინტერნეტში არც თუ ისე ბევრი ინფორმაციაა განთავსებული ამ გუნდის შესახებ. თუ დავუჯერებთ Wikipedia.org-ს, "კაბილია" ალჟირის ყველაზე სახელოვანი გუნდია. როგორც აღმოჩნდა "კაბილიას" თავის ისტორიაში აფრიკის სამივე ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოუგია - აფრიკის ჩემპიონთა ლიგა(ევროპის ჩემპიონთა ლიგის ანალოგი), აფრიკის კონფედერაციის თასი, აფრიკის თასების თასი.

ამ მომენტისათვის ალჟირის ჩემპიონატში "სეტიფი" ლიდერობს 27 ქულით, ხოლო "კაბილია" კი მეექვსე ადგილზეა და სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩება ლიდერს. ალჟირის ჩემპიონატის შემდეგი მატჩები უკვე 21 იანვარს გაიმართება, ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ რომ "კაბილია" ბარსელონაში შეკრებას უკვე ასრულებს.

transfermarkt.co.uk-ზე "კაბილიას" მხოლოდ ერთი ფეხბურთელია შეფასებული და მისი ფასი არ აღემატება 50 000 ევროს.

გუნდში ყველაზე მეტი გოლი სალიმ ჰანიფიმ გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 17 ადგილზე იმყოფება.

ეს კი გუნდის სტატისტიკა...

ალჟირის ჩემპიონი — 14 (1973, 1974, 1977, 1980, 1982, 1983, 1985, 1986, 1989, 1990, 1995, 2004, 2006, 2008)

ალჟირის თასის მფლობელი — 5 (1977, 1986, 1992, 1994, 2011)

ალჟირის სუპერთასის მფლობელი — 1 (1992)

აფრიკის ჩემპიონთა ლიგა - 1981, 1990

აფრიკის კონფედერაციის თასი - 2000, 2001, 2002

აფრიკის თასების თასი - 1995










კომენტარის დამატება
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 24.03.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 86 комментариев
  • 468 публикаций
^
ხვალ კი არა დღეს, მემგონი უნდა მოვუგოთ