Image

ესპანური მედია მოურინიოს უშვებს

უცხოური ფეხბურთი 24-იან, 22:479 Sportnews 1554


ესპანური გამოცემა მარკა ბოლო დროს ინტრიგულ ჭორებს ავრცელებს. ესპანური მედია ჟოზე მოურინიოს მადრიდიდან უშვებს. როგორც ჩანს "მარკამ" გადაწყვიტა მოურინიოს შესახებ ჭორებით ფულის კეთება.

ყველას მოეხსენება ყველაზე სკანდალური გამოცემა "მარკას" ჭორები როგორაა ცნობილი მსოფლიოში. ეს გამოცემა უაზროდ ამტკიცებს რაღაც ჭორებს, ფეხბურთელების ტრანსფერებს, გუნდის ფეხბურთელებს შორს კონფლიქტებს და ასე შემდეგ.

ავიღოთ "ჭორები" რომლებიც მარკამ გაავრცელა "რეალის" მიმართ. "მარკამ" ორი წლით ადრე გამოაცხადა, რომ რონალდუ "რეალში" გადავიდა, მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოხდა, "მარკამ" ასევე რამდენჯერმე დაადასტურა ინფორმაცია, რომ ნეიმარი "რეალის" ფეხბურთელია, მაგრამ ესეც მორიგი ჭორი აღმოჩნდა და ფეხბურთელი "სანტოსში" რჩება 2014 წლამდე და ასეთი უამრავი ჭორია, რომელსაც "მარკა" ავრცელებს გაზეთების გასაყიდად.

ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ მოურინიოზე ჭორებს. ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელმა მწვრთნელმა კასილასს კაპიტნობა უნდა ჩამოართვასო, მაგრამ კასილასი კვლავ გუნდის კაპიტანია, გავრცელდა ჭორი, რომ მოურინიოს კონფლიქტი მოუვიდა რამოსთან, მაგრამ თავად რამოსმა ოფიციალურ ტვიტერზე უარყო ეს ინფორმაცია, ესეც მორიგი ჭორი გამოვიდა.

დღეს კი მოურინიოს შესახებ მორიგი ჭორი გავრცელდა, თითქოს და გადაწყვეტილია, რომ პორტუგალიელი სეზონის ბოლოს დატოვებს გუნდს. აშკარაა, რომ ესპანურ პრესას თვალში არ მოსდის პორტუგალიელი და მისი მადრიდიდან გაშვებას გეგმავენ. ამაზე მიუთითებს ამ ბოლო დროინდელ გავრცელებულ ჭორებს, რომელსაც ფეხბურთელები და თავად მწვრთნელი უარყოფენ.

ჯერ დაზუსტებით არავინ იცის მოურინიო დატოვებს თუ არა "რეალს", ამ ინფორმაციამ კი მთელი საფეხბურთო სამყარო მოედო, საფეხბურთო სამყარო კვლავ წამოეგო მარკას ანკენსზე. დატოვებს თუ არა მოურინიო "რეალს" ეს მხოლოდ სეზონის ბოლოს ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული და ამ მომენტისთვის მიუხედავად "ელ კლასიკოში" ორჯერ განცდილი მარცხისა არც თუ უიმედო სიტუაციაში "რეალი". შეგახსენებთ, რომ "რეალი" ლიდერობს ლა ლიგას და 5 ქულით უსწრებს "ბარსელონას", ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფში 100 პროცენტიანი შედეგი აჩვენა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 25 იანვარი 2012 13:38
sanchez9,
ახალი კი არა ჩემი დაწერილია და ინფორმაციის წყაროდაც ჩვენი საიტი მივუთითე wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Alex_Song 25 იანვარი 2012 07:21
ეგ წყარო ახალი რამეა?
giorgibarsa 24 იანვარი 2012 22:49
საღოლ ავტორ ბევრი გიწვალია
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (145)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა