ადებაიორს ხელფასს შეუმცირებენ

უცხოური ფეხბურთი 28-იან, 19:219 ბაიერნელი 1078 1





"ტოტენჰემის" თავკაცი ჰარი რედნაპი "დეზების" ფორვარდს ემანუელ ადებაიორს აფრთხილებს, რომ თუ იგი კლუბთან მუდმივი კონტრაქტის გაფორმებას მოისურვებს, ხელფასი შეუმცირდება.

ცნობილია, რომ გასულ ზაფხულში ლონდონელებმა ტოგოელი თავდამსხმელი "მანჩესტერ სიტიდან" ერთ წლიანი იჯარით აიყვანეს. მას შემდეგ ადებაიორმა 9 გოლის გატანა მოახერხა პრემიერ ლიგაში, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.

ინგლელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ფორვარდის "ქალაქელთა" რიგებში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. მეტიც, ადებაიორი მათთან საუბარში ხშირად აღნიშნავს, რომ "ტოტენჰემში" ბედნიერია და მოხარული იქნება, თუ ამ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.

თუმცა თუ ეს მოხდება მას გარკვეუ დათმობებზე წასვლა მოუწევს. იგი შესანიშნავად მუშაობს, კარგადაც თამაშობს, მაგრამ ამასთან, საკმაოდ დიდ ხელფასსაც იღებს. როგორც ცნობილია "ტოტენჰემი" ტოგოელს კვირაში 225 ათასი ფუნტს უხდის, თუმცა ჰადი რედნაპი აცხადებს, რომ მისი ხელფასი აუცილებლად დაიწევს, თუკი ადებაიორი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები ჯამაგირის სახით კვირაში 70 ათასი ფუნტის ფარგლებში იღებენ. კლუბის მესვეურები მხოლოდ ლუკა მოდრიჩისთვის აპირებენ გამონაკლისის დაშვებას და მათთან დარჩენის შემთხვევაში 100 ათასის შეთავაზებას გეგმავენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

ბაიერნელი 28-იან, 19:32

მაგარი მწვრთნელი ყავთ
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018