უცხოური ფეხბურთი
მილანმა ყველაფერი გაარკვია

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ყველაზე ინტრიაგიანი დაპირისპირება "მილანი"-"არსენალს' შორის, მეორე შეხვედრის წინ უინტრიგო დაპირისპირებად გადაიქცა.

"სან სიროზე" "მილანმა" გაილაღა, მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაიტანა და 1/4 ფინალში თამაში ფაქტობრივად გაინაღდა. მიუხედავად ასეთი მარცხის, ლონდონის "არსენალი" მეორე შეხვედრაში მაინც შეეცდება რეპუტაცია გამოისწოროს.

შეუდარებელი იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც მართალია, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ისიც პენალტით, მაგრამ იბრამ ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა (თანაც, რა პასები?!), ხშირად მოედნის სიღრმიდან მოქმედებდა და არაერთხელ მოგვევლინა უზადო ფლეიმეიქერის როლში. ყველაფერი კი კევინ-პრინს ბოატენგის ზღაპრული გოლით დაიწყო.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. პირველი მატჩები

მილანი-არსენალი 4:0

მილანი (4-1-2-1-2): აბიატი - აბატე, მექსე, ტიაგო სილვა, ანტონინი - ვან ბომელი - ნოჩრინო, ზეედორფი (12. ემანუელსონი) - კ. პ. ბოატენგი (70. ამბროზინი) - იბრაჰიმოვიჩი, რობინიო (84. პატო).
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, კოშელნი (44. ჯურუ), ვერმაელენი, გიბსი (66. ჩემბერლეინი) - სონგი, როსიცკი - უოლკოტი (46. ანრი), რემსი, არტეტა - ვან პერსი.
გოლები: 1:0 კ. პ. ბოატენგი (15), 2:0 რობინიო (38), 3:0 რობინიო (49), 4:0 იბრაჰიმოვიჩი (79-პენ)
გაფრთხილება: ანტონინი, მექსე, ამბროზინი - სონგი, ჯურუ
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 18(5)-8(4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 64 462



ზენიტი-ბენფიკა 3:2
ზენიტი (4-2-3-1): ჟევნოვი - ანიუკოვი, ბრუნო ალვეში, ლომბერტსი, ჰუბოკანი - დენისოვი, შიროკოვი - ზირიანოვი (46. სემაკი), კანუნიკოვი (66. ბისტროვი), ფაიზულინი (92. როზინა) - კერჟაკოვი.
ბენფიკა (4-2-3-1): არტური - მაქსი პერეირა, ლუიზაო, გარაი, ემერსონი - მატიჩი, ვიტსელი - გაიტანი (90. მიგელი), კარდოსო, ბრუნო სესარი (77. ნოლიტო) - როდრიგო (30 აიმარი).
გოლები: 0:1 მაქსი პერეირა (20), 1:1 შიროკოვი (27), 2:1 სემაკი (71), 2:2 კარდოსო (87), 3:2 შიროკოვი (88)
გაფრთხილება: ბრუნო ალვეში, ანიუკოვი - ლუიზაო, ბრუნო სესარიმ აიმარი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 12(5)-12(7); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 21 000

გოლები










კომენტარის დამატება
  • Alex_Song

  • 16 თებერვალი 2012 14:18
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 23.08.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 433 комментария
  • 268 публикаций
^
მაგარი სტატიაა:) მილანმა კლასი აჩვენა:)