Image

მოურინიოს პრეტენზიები ფეხბურთელებისადმი

უცხოური ფეხბურთი 16-თებ, 19:539 Sportnews 1199


მიუხედავად მადრიდის "რეალის" შთამბეჭდავი გამოსვლისა "სამეფო გუნდის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს მაინც აქვს პრეტენზიები ფეხბურთელებისადმი.

როგორც ჩანს პორტუგალიესლითვის ის 10 ქულიანი ჰანდიკაპი "ბარსელონასთან" არაფერია და მის გუნდისგან კვლავ მაქსიმალურ შედეგს მოითხოვს. მოურინიოს აქვს 5 პრეტენზია "რეალის" მოთამაშეებთან.

პირველი: გუნდი არ გამოდის მოედანზე კონცენტრირებული და ამის გამო ხდება, რომ ბოლო მატჩებში "რეალი" უშვებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველ გოლს.

მეორე: გუნდს ინტენსივობა აკლია, გუნდი ვერ ანხორციელებს სათანადო პრესინგს და ამ მხრივ გამორჩეული მატჩი მხოლოდ "ხეტაფესთან" იყო.

მესამე: პორტუგალიელს არ მოსწონს, როდესაც ორივე განაპირა მცველი ერთდროულად ერთვება შეტევაში, სწორედ ეს იწვევს, რომ მეტოქე გუნდი ადვილად ანხორციელებს კონტრშეტევას.

მეოთხე: "რეალის" ფეხბურთელები ვერ იყენებენ სტანდარტულ მდგომარეობას სათანადოდ, ეს კი განპირობებულია იმით, რომ ისინი ვერ იკავებენ სათანადო ადგილებს საჯარიმოში.

მეხუთე: პორტუგალიელმა პრეტენზია ნახევარმცველებს წაუყენა. განსაკუთრებით ეს ცენტრალურ ზონაში მოთამაშე ნახევარმცველებს ეხებათ. მოურინიომ აღნიშნა, რომ მათ განაპირა ნახევარმცველების პოზიციები უნდა დააზღვიონ, როდესაც ეს უკანასკნელნი შეტევაში ერთვებიან.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Alex_Song 16 თებერვალი 2012 19:55
ესეც საჭიროა კარგი გუნდის შესაქმნელად მარა ესე საჯაროთ:)
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (284)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა