Image

პასტორე ოპტიმისტურადაა განწყობილი

უცხოური ფეხბურთი 23-თებ, 22:059 STEVEN 1062


ავიერ პასტორე დიდი ზარ-ზეიმით გადავიდა პსჟ-ში და უმალ იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. ახლა არგენტინელი ტრავმირებულია და ჯერჯერობით ვერაფრით ეხმარება პარიზულ გუნდს. ქვემოთ გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს ამ ფეხბურთელთან.

- როგორი განწყობით დაბრუნდი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან? ყველაფერი კარგადაა, მკურნალობის კურსი გეგმის მიხედვით მიდის. ყატარში პსჟ-სთვის კარგად ნაცნობ ფიზიოთერაპევტთან კონსულტაციებისათვის გავემგზავრე, რომელმაც დეტალურად გამოიკვლია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოედანზე მალე დაბრუნების პირობა მომცა. - ამჟამად როგორ გრძნობ თავს? - ნორმალურად. იმაზე კარგად, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობში ტკივილებიც გამიქრა და იმის შიშიც, რომ ფიზიკური დატვირთვა ტრავმას გამიმიზეზებდა. მაინც როდისთვის იგეგმება შენი დაბრუნება, ამაზე არაფერს ამბობენ ექიმები? - პირველი ნაბიჯი ფეხბის ოპტიმალურ მდგომარეობაში დაბრუნებაა, მერე კი გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებაზეც ვიფიქრებ. გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემს ძალებს არ აღემატება და ვნახოთ, როდის ვიქნები კარლო ანჩელოტის განკარგულებაში. ანჩელოტიზე რას ფიქრობ, ხშირად გიკავშირდება ხოლმე ახალი მწვრთნელი? - დონ კარლომ ორჯერ თუ სამჯერ დამირეკა. სამაგიეროდ ლეონარდო ინტერესდება ჩემი მდგომარეობით ყოველდღე. ანჩელოტის შეფასებას რაც შეეხება, ყველამ კარგად ვიცით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და პსჟ-ში დიდი საქმის გასაკეთებლად მოვიდა. -და გჯერა, რომ მიზანს მიაღწევს? რა თქმა უნდა. ყველაფერი აქეთკენ მიდის, ჩვენი გუნდი თვიდან თვემდე შესამჩნევად ძლიერდება და იმედია, მომდევნო სეზონიდან მარტო საფრანგეთში კი არა, ევროპაშიც ვიტყვით საკუთარ სიტყვას-განაცხადა პასტორემ


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (128)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]