კლოზე: "ლიგაზე მოხვედრა შეგვიძლია"

უცხოური ფეხბურთი 23-თებ, 22:119 STEVEN 1031 0






მიუხედავად იმისა, რომ რომის ლაციოში ახლა ყველაფერი იდეალურად არ არის, რაზეც გუნდის მთავარი მწვრთნელის, ედი რეიასა და სპორტული დირექტორის იგლი ტარეს დაპირისპირებაც მეტყველებს, გუნდის გერმანელმა ლიდერმა მიროსლავ კლოზემ იმედი გამოთქვა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს ლაციო დამაჯერებლად ჩაატარებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

სიენასთან და ჯენოასთან გასვლაზე საშინლად ვითამაშეთ. თუ გვინდა, რომ სეზონი საუკეთესო სამ გუნდში დავასრულოთ, ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. კარგად მესმის, რამდენიმე ფეხბურთელის ტრავმა სერიოზულ დაბრკოლებებს გვიქმნის, მაგრამ ფეხბურთში ამას ვერ გავექცევით.ლაციოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. მთავარია, სეზონის დარჩენილ ნაწილში მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ - განაცხადა მიროსლავ კლოზემ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018