უცხოური ფეხბურთი
ტერი ოპერაციას გაიკეთებს

ტერი მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს
ლონდონის “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი მუხლის ოპერაციას გაიკეთებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ინგლისელი მცველი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ნაპოლის” წინააღმდეგ განმეორებით მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ოპერაციის შემდეგ კლუბის მედიკოსებს უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმა შეეძლებათ.
“ასეთი ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელს აღდგენითი პროცესისთვის თვენახევარი სჭირდება. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ოპერაცია. ვიმედოვნებთ, რომ ტერი დათქმულ ვადებში დაბრუნდები” – განაცხადა “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა.










კომენტარის დამატება