უცხოური ფეხბურთი
ალკანტარა: "ჯერ ყველაფერი წინაა"

ალკანტარა: “ბარსელონას” პრიმერას მოგება ჯერ კიდევ შეუძლია”
“ბარსელონას” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა თვლის, რომ პრიმერადივიზიონში მადრიდის “რეალთან” ათ ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, კატალონიურ გუნდს ტიტულის დასაკუთრება კვლავ შეუძლიათ.

“შეგვიძლია თუ არა ესპანეთის ჩემპიონატის მოგება? იმის გათვალისწინებით, რომ ლიდერს საკმაოდ ჩამოვრჩებით, ამის გაკეთება რთული იქნება, თუმცა ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ ფანები მიჩვეულნი არიან ტროფეების მოგებას. სეზონი ჩვენთვის ჯერ კიდევ კარგად მიმდინარეობს, თუმცა ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ, რადგან ჩვენ ყველა ტურნირის მოგება გვინდა. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, მაინც კარგ სეზონს ვატარებთ” – განაცხადა კატალონიელთა ნახევარმცველმა.












კომენტარის დამატება