ვინ შეცვლის გვარდიოლას?

უცხოური ფეხბურთი 24-თებ, 11:039 STEVEN 1005 0





გვარდიოლას შემცვლელად ლუის ენრიკეს მოიაზრებენ
ესპანური გამოცემების ცნობით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლას შესაძლო შემცვლელად “რომას” თავკაც ლუის ენრიკესაც მოიაზრებს.
El Economista-ს ცნობით, გვარდიოლას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს “ბლაუგრანასთან”, ამიტომ კლუბში მისი სავარაუდო შემცვლელის ძებნა დაიწყეს. საგულისხმოა ისიც, რომ ლუის ენრიკე წლების განმავლობაში კატალონიური გუნდის ღირსებას იცავდა და კლუბის სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა.
გამოცემის ინფორმაციით, “ბარსას” თავკაცობის კანდიდატებს შორის კიდევ რამდენიმე მწვრთნელი განიხილება. მათ შორის არიან ერნესტო ვალვერდე, ოსკარ გარსია, არსენ ვენგერი, იოახიმ ლიოვი და მარსელო ბიელსა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018