"ანჟიმ" კრისტოფერ სამბა შეიძინა

უცხოური ფეხბურთი 24-თებ, 12:449 STEVEN 991 0





ინგლისური “ბლექბერნის” კაპიტანი კრისტოფერ სამბა მახაჩყალის “ანჟის” ღირსებას დაიცავს. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, რუსები 27 წლის მცველში 7,5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან. ზოგიერთი ინგლისური სააგენტო აცხადებს, რომ კონგოელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონ ევროს შეადგენს.
უახლოეს მომავალში, სამბა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დაღესტანელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობისათვის, მცველი “ბლექბერნის” ღირსებას 2007 წლიდან იცავდა. მან ინგლისური კლუბის შემადგენლობაში 184 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი მიითვალა. კარიერის განმავლობაში, კონგოელს ფრანგული “სედანისა” და გერმანული “ჰერტას” შემადგენლობაში უთამაშია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018