ვალენსია "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს

უცხოური ფეხბურთი 25-თებ, 14:259 STEVEN 984 0






"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ლუის ანტონიო ვალენსიამ შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში "ტოტენჰემთან" ითამაშოს.


"შემადგენლობაში ეშლი იანგისა და ნანის დაბრუნება ჩვენს შემტევ პოტენციალს გაზრდის, რადგან მათთვის ფლანგის პოზიცია უმთავრესია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ფორვარდებს ძალიან უხარიათ ამ ფეხბურთელების დაბრუნება.
ვალენსიას ტრავმა სამწუხარო ამბავია, რადგან ის ძალიან კარგ გადაცემებს აკეთებს ფლანგიდან.
საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არაა და მანჩესტერელთა რიგებში დაბრუნებას ის მომავალ კვირას შეძლებს"- განაცხადა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ ტრავმა "აიქსთან"(2:0) ევროპის ლიგის 1/16 ფინალის პირველ შეხვედრაში მიიღო.
"ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩი 4 მარტს გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018