უცხოური ფეხბურთი
"მიუხენგლანდბაჰმა" ქულები დაკარგა

ლიუსენ ფავრის გაწვრთნილმა “გლადბახმა” მოგებათა სერია “ჰამბურგთან” გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის გახსნით მატჩში შეწყვიტა. შეხვედრის საწყისი წუთები, ისევე როგორც თითქმის მთელი 90 წუთი, თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა შეხვედრის პირველი ნახევრის თავიანთ სასარგებლოდ დასრულება მაინც შეძლეს. მიონხენგლადბახელებმა გოლი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ეს ვერ დაინახა და ჰამბურგელთა აღშფოთებაც ამან გამოიწვია. თავი მაიკ ჰანკემ გამოიჩინა, რომელმაც ხუან არანგოს ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით გადაგზავნა კარში და, როგორც იტყვიან, სტუმრებს გოლი “გასახდელში გაუტანა”.
“ჰამბურგმა” მეორე ტაიმი ძალზე აქტიურად დაიწყო, რამაც შედეგი მალევე მოიტანა - საჯარიმოში შექმნილი არეულობით თოლგაი არსლანმა ისარგებლა და თავისი გუნდისთვის ქულის მომტანი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1.










კომენტარის დამატება