რეალის განაცხადში კანტერანოა

რეალის განაცხადში კანტერანოა

25-02-2012, 22:00

მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდულ დერბში "რაიო ვალეკნასო" დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრაში "რეალში" ერთი სიახლეა, გუნდის განაცხადში იქნება კანტერას ფეხბურთელი ხოსელუ.

კარიმ ბენზემას დაშავების შემდეგ გუნდში ცენტრარული ფორვარდი მხოლოდ იგუაინი დარჩა, რამაც განაპირობა ახალგაზრდა ფეხბურთელის განაცხადში მოხვედრა. ეს ხოსელუსთვის შანსია, რომ დაიმკვიდროს ძირითად გუნდში ადგილი. ხოსელუ სეგუნდა ბ-ს საუკეთესო ბომბარდირია.

მეკარეები: კასილასი, ადანი და ხესუსი

მცველები: არბელოა, კარვალიო, ვარანე, ალბიოლი, პეპე, კოენტრაო, მარსელო და რამოსი

ნახევარმცველები: ხედირა, ჩაბი ალონსო, იოზილი, კალეხონი, გრანერო და კაკა

თავდამსხმელები: რონალდუ, იგუაინი და ხოსელუ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით