"პრემიერლიგა" 25 თებერვალი

უცხოური ფეხბურთი 26-თებ, 11:169 STEVEN 1273 1






პრემიერლიგა 2-კვირიანი შესვენების შემდეგ განახლდა. ამის მიუხედავად, 26-ე ტური სრულად მაინც ვერ გაიმართება. მოგეხსენებათ, კვირას ლიგის თასის ფინალია და მასში “ლივერპული” და უელსური “კარდიფი” ითამაშებენ. ბუნებრივია, ამან ქალაქური დერბი (კენი დალგლიშის შეგირდები “ევერტონს” უნდა შეხვედროდნენ) გადადო.
ჩემპიონატზე 14 იანვრის შემდეგ პირველად მოიგო ლონდონის “ჩელსიმ”. “არისტოკრატებს” ხელში მაჩანჩალა “ბოლტონი” ჩაუვარდათ, რომლის წინააღმდეგობა მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხეს. დავიდ ლუისის, დიდიე დროგბასა და ფრენკ ლამპარდის გოლებით, ანდრე ვილაშ-ბოაშის გაწვრთნილებმა 3-ბურთიან უპირატესობას მიაღწიეს - 3:0.
“მგლების” თავკაცის პოსტზე ტერი კონორის სადებიუტო მატჩი წარუმატებლად დაიწყო. პაპის სისემ “ნიუკასლი” მე-6 წუთზე დააწინაურა, ხოლო ხონას გუტიერესმა მე-18 წუთზე უფრო შთამბეჭდავი გახადა “კაჭკაჭების” უპირატესობა. “ვულვზმა” საბოლოოდ მაინც შეძლო მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა. ჯერ ჯერვისმა, მერე კი დოილმა აუტსაიდერთა რიგებში “გამაგრებულ” ვულვერჰემპტონელებს მეტად საჭირო ქულა მოუნადირეს - 2:2.
ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო მარკ ჰიუზის გაწვრთნილმა ქპრ-მ. ლონდონში მატჩის ბედი “ფულემის” რუსი ლეგიონერის პაველ პოგრებნიაკის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა - 0:1.
ზედიზედ მეორედ იგებს 4-ბურთიანი უპირატესობით როი ჰოჯსონის გაწვრთნილი “ვესტ ბრომვიჩი”. “სანდერლენდის” რბევაში მის გუნდს დუბლით შეეწია პიტერ ოდემვინგიე, თითო გოლი კი ჯეიმს მორისონმა და კეიტ ენდრიუსმა მიითვალეს - 4:0.
ერთადერთი მატჩი, სადაც გოლი არ გასულა, უიგანში გაიმართა. რობერტო მარტინესის გუნდმა ბირმინგემის “ასტონ ვილას” უმასპინძლა, მაგრამ საგრძნობი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა - 0:0.
შაბათის გვიანი მატჩი მანჩესტერში გაიმართა. “სიტიმ” “ბლექბერნს” უმასპინძლა და გუნდის 3 საუკეთესო მეგოლის (ბალოტელიმ, აგუერომ და ჯეკომ სულ 39 გოლი გაიტანა) მიერ გატანილი თითო გოლით იმარჯვა. ამჯერადაც ორიგინალური იყო “სუპერ მარიო” გოლის აღნიშვნისას. იტალიელმა ფორვარდმა მაისურის შიგნით “რაფაელა მიყვარხარ” გამოაჩინა და საქვეყნოდ ასე აუხსნა სიყვარული.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

STEVEN 26-თებ, 11:18

მგონი კარგი გამომივიდა :)
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018