Image

დარჩება პერსი "არსენალში?!

უცხოური ფეხბურთი 26-თებ, 20:589 STEVEN 1373


ან პერსი ახალ კონტრაქტზე ზაფხულში დაფიქრდება
ლონდონის “არსენალის” კაპიტანმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ზაფხულში იფიქრებს. 28 წლის ჰოლანდიელმა “მეთოფეთა” ოფიციალურ საიტთან საუბარში ლონდონიდან აბარგების სურვილიც უარყო.

“ბოლო დროს, ჩემი “არსენალიდან” წასვლის შესახებ ბევრს საუბრობდნენ. შემიძლია გითხრათ, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის დეტალებს ზაფხულამდე არ განვიხილავ. ასეთი გადაწყვეტილებით ორივე მხარე კმაყოფილია. ლონდონში პრობლემები არ მაქვს, ყველაფერი კარგადაა. ახლა მხოლოდ “არსენალში” წარმატებულ თამაშზე ვარ კონცენტრირებული” - განაცხადა თავდამსხმელმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინათ, ინგლისური პრესა ვან პერსის “მეთოფეებთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას მარტში უწინასწარმეტყველებდა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (131)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]