ვენგერს სასწაულების სჯერა!

უცხოური ფეხბურთი 27-თებ, 17:519 STEVEN 1226 0





ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის პრემიერლიგის XXVI ტურში “ტოტენჰემ ჰოთსბურის” წინააღმდეგ (5:2) ჩატარებული მატჩი შეაფასა. “არსენალმა” ბევრისვის მოულოდნელი შედეგი დააფიქსირა

“ტოტენჰემტან” ნამდვილი სანახაობა ვაჩვენეთ. სულისკვეთება, ტექნიკა, გამარჯვებისთვის ბრძოლა – ყველაფერი იდეალური იყო, მიუხედავად მატჩის ცუდი სტარტისა. პირველი ხუთი წუთი “ტოტენჰემმა” ითამაშა კარგად, დანარჩენი 85 წუთი ჩვენთვის აღმოჩნდა სასარგებლო” – საუბრობს ვენგერი.
“ანგარიშით 0:2 ვაგებდით, თუმცა წაგება ვიუარეთ. სათამაშო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, გამარჯვება ჩვენ გვრჩება. ჩვენ ვაჩვენეთ დაბალანსებული და შემოქმედებითი ფეხბურთი უნდა ავღნიშნო ის, რომ პირველი შემთხვევაა, როცა გუნდმა სამი ქულის მოსაპოვებლად თავისი მებრძოლი სული აჩვენა ჩემი აზრით, ბენაიუნს სამი კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ მისთვის შესაფერის სათამაშო დონეს დაუბრუნდეს. მას შეუძლია “არსენალის” თამაშის დაბალანსება. ლოგიკურია, ქულების დაგროვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში “ტოტენჰემს” გადავუსწრებთ. ახლა ხუთი გოლი “მილანს” უნდა გავუტანოთ. სამწუხაროდ, მანამდე სანაკრებო შეხვედრები უნდა გაიმართოს” –განაცხადა ვენგერმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018