Image

"პსჟ" ბექემს არ ეშვება

უცხოური ფეხბურთი 27-თებ, 17:599 STEVEN 1016


ფრანგული პსჟ-ს ხელმძღვანელობა “ლოს ანჯელეს გელექსის” ნახევარმცველის, დევიდ ბექჰემის გადაბირების იმედს არ კარგავს. პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო აცხადებს, რომ კლუბს 36 წლის ინგლისელის ტრანსფერზე ხელი ჯერ არ ჩაუქნევია.

დევიდ ბექჰემის პარიზში ჩამოსვლაზე ყველაზე ვოცნებობთ. იანვარში, ინგლისელის ჩამოსაყვანად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მის გადაწყვეტილებაზე ოჯახმა დიდი გავლენა იქონია. მიუხედავად ტრანსფერის ჩაშლისა, ბექჰემისთვის ჩვენი გუნდის კარი კვლავაც ღიაა. მართალია, ინგლისელს პსჟ-ში არასდროს უთამაშია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მან ჩვენთვის უკვე ბევრი გააკეთა” - განუცხადა ლეონარდომ The Sun-ს.
შეგახსენებთ, რომ პარიზელები ბრიტანელის გადაბირებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, ბექჰემმა ამერიკელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და “ლოს ანჯელექს გელექსიში” დარჩა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (192)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა