50 მილიონი საზაფხულო ტრანსფერებისთვის

50 მილიონი საზაფხულო ტრანსფერებისთვის

27-02-2012, 22:06

“ბარსელონას” პრეზიდენტის, სანდრო როსელის მდივანმა სუსანა მონჟემ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას “ბლაუგრანას” საზაფხულო ტრანსფერებისთვის 50 მილიონი აქვს გამოყოფილი. მისი თქმით, კატალონელების ვარსკვლავურ შემადგენლობას მომავალ წელს ძვირიანი ტრანსფერები არ სჭირდება და ამ ფულით რამდენიმე საჭირო ფეხბურთელს შეიძენენ.

“კლუბის გასაძლიერებლად 50 მილიონი ევრო გამოვყავით, ვფიქრობ, ეს თანხა საკმარისია სრულფასოვანი სელექციისთვის. შარშან კლუბის ბიუჯეტში 21-მილიონიანი მატება გვქონდა, ამიტომ “ბლაუგრანას” გასაძლიერებლად მომავალში უფრო მეტი თანხა გამოიყოფა. ასევე დაგეგმილია კოსმეტიკური სამუშაოები “ბარსას” საშინაო არენის კიდევ უფრო გასალამაზებლად. ამისთვის კი, კლუბი 5 მილიონს გაიღებს” - განაცხადა მონჟემ.

# 433ავტორი: Alex_Song
30 მილიონი ტიაგო სილვა, 4-5 მილიონი ალბა და მე 15 მილიონი კაი ტრანსფერებია
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით