ნეგრედო ტრამვირებულია!

უცხოური ფეხბურთი 28-თებ, 19:139 STEVEN 1128 0






ვისენტე დელ ბოსკეს ვენესუელის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ შერჩეული 24 ფეხბურთელიდან ერთი გამოაკლდა - ფორვარდი ალვარო ნეგრედო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სევილიას” ფორვარდმა “ვალენსიასთან” მატჩისას ფეხის კუნთი დაიზიანა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ნეგრედოს ტრავმა, მაგრამ ის კი ცხადია, რომ სევილიელი ვენესუელასთან მატჩს გამოტოვებს. ალვარო დღესაც ნაკრებთან ერთადაა და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გუნდის თამაშს მხოლოდ ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს, დელ ბოსკე მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელის გამოძახებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკემ ნეგრედო ნაკრებში ფერნანდო ტორესის ნაცვლად გამოიძახა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018