რეალი საჩემპიონო სვლას განაგრძობს

უცხოური ფეხბურთი 05-მარ, 11:519 Sportnews 1380 1






მადრიდის "რეალი" ყოველი ტურის შემდეგ სულ უფრო უახლოვდება სანუკვარ ტიტულს, 25-ე ტურში მადრიდელებმა კატალონიის "ესპანიოლი" გაანადგურა.

ასეთი თამაშების შემდეგ სულ უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდება, რომ "რეალმა" წელს ლა ლიგა ვერ მოიგოს , გუშინ "სამეფო გუნდმა" ყოველგვარი ზედმეტი პრობლემის გარეშე მშვიდად და ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე დაამარცა "ესპანიოლი" 5-0.

"რეალმა" შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა, როდესაც ოზილი-იგუაინი-რონალდუს კომბინაციის შემდეგ სწორედ პორტუგალიელმა დაასრულა შეტევა გოლით. კრისტიანოს ანგარიშე 25 მატჩი 30 გოალი (!), რაც ნამდვილად ბრწყინვალე შედეგია.

მეორე გოლი უფრო ლამაზი გამოუვიდათ მადრიდელებს, სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა ხედრია-რონალდუ-ოზილმა მიიღო ხედირას მიერ გატანილი გოლით დასრულდა.

მეორე ტაიმი 2 წუთით იყო განახლებული, როდესაც კაკას გადაცემით გონსალო იგუაინმა იხეირა და "ესპანიოლს" მორიგი გოლი გაუტანა და შეხვედრაში ანგარიში 3-0 გახადა. იგუაინისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ბოლო დროს არც თუ კარგად გამოიყურება და მისი წასვლის შესახებაც გაჩნდა ინფორმაციები ესპანურ გამოცემებში

ოც წუთში, იგუაინმა და კაკამ როლები გაცვალეს - არგენტინელის პასის შემდეგ, ბრაზილიელი საჯარიმოში შეიჭრა, რასაც ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ათიოდ წუთში, კვლავ კაკა-იგუაინის კომბინაციას ამ უკანასკნელის დუბლი და შეხვედრის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოჰყვა.

იგუაინსაც და კაკასაც სჭირდებოდათ ესეთი კარგი თამაში, რადგან თვითრწმენა უნდა დაიბრუნონ და ჩვეულად უნდა გაანახლონ თამაში. 25 ტურის თავზე "რეალი" "ბარსელონას" კვლავ 10 ქულით უსწრებს.

რეალი-ესპანიოლი 5:0 (2:0)



მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ



რეალი (4-2-3-1): კასილიასი, არბელოა, კარვალიო (ვარანი 46), რამოსი, მარსელო, ხედირა, ალონსო, იოზილი (კალიეხონი 69), კაკა, რონალდუ, იგუაინი (მორატა 81).



მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.



ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ლოპესი, როდრიგესი (ამატი 60), მორენო, დიდაკი, ფორლინი, რომარიკი, ვაისი, ვერდუ, კოუტინიო (ბაენა 46), ვასკესი (გარსია 46).



მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო.



გოლები: 1:0 რონალდუ (24), 2:0 ხედირა (38), 3:0 იგუაინი (47), 4:0 კაკა (67), 5:0 იგუაინი (78).



გაფრთხილებები: კარვალიო 31 - რომარიკი 54, ფორლინი 56, ბაენა 83.



მსაჯი: ხ. ტეიშეირა ვიტიენესი.



ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 15 (11)-4 (1), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 7-0, სეივი: 1-6, ჯარიმა: 16-13.







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 05-მარ, 11:52

ყოღა კაკას და იგუაინის, მართლაც კარგად ითამაშეს, ჩემპიონობა გვინდა, ესე გააგრძელეთ
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018