ჩავის საჩუქარი "წითელ ჯვარს"

უცხოური ფეხბურთი 08-მარ, 09:489 STEVEN 1142 1






ევროპის საფეხბურთო კავშირი ჩავი ერნანდესს 100 ათასი ევროს ჩეკს გადასცემს, რომელიც უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის 100 ათასმა მომხმარებელმა 2011 წლის გუნდის კაპიტნად აირჩია.
ტრადიციულად, ესპანელი ჩეკს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მისცემს.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი პეტერ ჟიერონი "ბარსელონას" ნახევარმცველს ჩეკს "ლევერკუზენთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის დაწყებამდე "კამპ ნოუზე" გადასცემს.
უკვე 5 წელია, ზედიზედ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უეფას წლის გუნდის კაპიტნისგან ჩეკს ღებულობს. თანხა ავღანეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაზარალებულ პირთა დასახმარებელ პროგრამას მოხმარდება.
ჩეკის გადაცემამდე ჩავიმ განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია 2011 წლის გუნდში მოხვედრა და ამ გუნდის კაპიტნობა.
ფეხბურთელის თქმით, მას აქვს შესაძლებლობა სხვას დაეხმაროს და ამას სიამოვნებით გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის 4,5 მილიონზე მეტი მომხმარებლის ხმების დათვლის შემდეგ 2011 წლის გუნდი გამოვლინდა, რომელიც ასე გამოიყურება:
იკერ კასილასი (რეალი, ესპანეთი); დანიელ ალვეში (ბარსელონა, ბრაზილია), ჯერარდ პიკე (ბარსელონა, ესპანეთი), ტიაგო სილვა ( მილანი, ბრაზილია), მარსელო (რეალი, ბრაზილია); არიენ რობენი (ბაიერნი, ჰოლანდია), ჩავი ერნანდესი (ბარსელონა, ესპანეთი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი), გარეთ ბეილი (ტოტენჰემი, უელსი); ლიონელ მესი (ბარსელონა, არგნეტინა), კრიშტიანო რონალდო (რეალი, პორტუგალია). მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა).



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

giorgibarsa 08-მარ, 21:59

საღოლ ჩავის belay
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018