Image

დროგბას გოლმა ჩელსის სტოკ სიტისთან გამარჯვება მოუტანა

უცხოური ფეხბურთი 10-მარ, 22:079 admin 1351


ინგლისის პრემიერლიგის 28 ე ტურის საშინაო მატჩში ჩელსიმ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა სტოკ სიტი — 1:0.

უკვე 25 ე წუთზე სტუმრები კაცნაკლულები იყვნენ. რიკარდო ფულერი მოედნიდან გააძევეს ბრანისლავ ივანოვიჩთან უხეში თამაშის გამო.
ამის მიუხედავად ლურჯებმა კიდევ კარგა ხანს ვერ შეძლეს რიცხობრივი და სათამაშო უპირატესობის გოლად ქცევა
ტონი პიულისის შეგირდები კარგად იცავდენ თავს, ლურჯებს სახიფათო მომენტების შექმნის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ.

69 ე წუთზე სტოკ სიტის ფეხბურთელების უყურადრებობით დიდიე დროგბამ ისარგებლა. თავდამსხმელი ერთი ერთზე გავიდა მეკარესთან, ხოან მატას კარგი გადაცემის შემდეგ, მოატყუა მეკარე და გოლი უკვე ცარიელ კარებში გაიტანა.

აღსანიშნავია რომ დროგბასთვის ეს გოლი მეასე იყო პრემიერ ლიგაში. აქამდე არცერთ აფრიკელს არ მიუღწევია ასეთი შედეგისთვის.
სატურნირო ცხრილში ჩელსი მეხუთე ადგილს იკავებს (49 ქულა),
სტოკ სიტი მეათეა (36 ქულა).

Goal


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 11 მარტი 2012 00:15
ჩელსიმ რაც მწვრთნელი გაუშვა იმის შემდეგ იგებენ wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (172)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა