რეალი საჩემპიონო სვლას განაგრძობს, ამჯერად ბეტისი

უცხოური ფეხბურთი 11-მარ, 03:179 Sportnews 1167 0





მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რითიც კიდევ ერთხელ მიუახლოვდა სანუკვარ ტიტულს. მადრიდელებმა ამჯერად სტუმრად "ბეტისი" დაამარცხეს 3-2.

შეხვედრა, რომ დაძაბული გამოვიდა ამაზე თავად ანგარიშიც მეტყველებს , ჩემპიონატის ლიდერს "ბეტისმა" დიდი კონკურენცია გაუწია და მადრიდელები გვარიანადაც ანერვიულა. შეხვედრაში დაწინაურება სევილიურმა კლუბმა 10-ე წუთზე მოახერხა, გოლი მოლინამ გაიტანა. მადრიდის "რეალმა" გათანაბრება 15 წუთში მოახერხა, როდესაც უძლიერესი დარტყმით არგენტინელმა ფორვარდმა იგუაინმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.

მეორე ტაიმი 7 წუთი განახლებული იყო, როდესაც თავისი მორიგი გოლი რონალდუმ გაიტანა და შეხვედრაში "სამეფო გუნდი" დააწინაურა, მაგრამ მადრიდელების ზეიმი მხოლოდ 3 წუთი გაგრძელდა, რადგან 55-ე წუთზე მონტერომ შეხვედრაში ანაგარიში 2-2 გახადა. "რეალის" მხრიდან გამარჯვების გოლის ავტორი კვლავ პორტუგალიელი ვარსკვლავი რონალდუ გახდა. მან შეხვედრის საბოლოო ანგარიში 73-ე წუთზე დააფიქსირა.

"ბეტისთან" შეხვედრაში რონალდუმ თავის აქტივს კიდევ ორი გოლი შემატა და 26-ე ტურში 32 გატანილი გოლის წყალობით ბომბარდირთა დავის ლიდერია. ამ მომენტისთვის "რეალი" "ბარსელონას" 13 ქულით უსწრებს, კატალონიელები დღეს 21:00 საათზე სტუმრად "რასინგს" დაუპირისპირდებიან.












მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018