უცხოური ფეხბურთი
“ტოტენჰემს” აზარი სურს

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელ ჰარი რედნაპს ფრანგული “ლილის” ბელგიელი ნახევარმცველის, ედენ აზარის შეძენა სურს.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, “ტოტენჰემი” შეტევის გაძლიერებას “მარსელის” ფეხბურთელით, 24 წლის ლოიკ რემით გეგმავდა, მაგრამ უარი მიიღო და უფრო ახალგაზრდა, 20 წლის ბელგიელით მას შემდეგ დაინტერესდა.
“ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა მზადაა, ნიჭიერი აზარის სანაცვლოდ მნიშვნელოვან თანხას შეელიოს. მისი რამდენიმე თამაში ვნახე და სერიოზულად მოვიხიბლე. ვიცი, რომ აზარის შეძენა ორივე მანჩესტერულ კლუბს სურს და ამიტომ, სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს. მიუხედავად ამისა, მაქსიმუმის გაღებას ვაპირებთ”, - განუცხადა L’Equipe-ს რედნაპმა.








კომენტარის დამატება
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь Онлайн
  • 2783 комментария
  • 5116 публикаций
^
რეალში წამო

--------------------