Image

მოურინიო: "ხაზგასმით ვერაფერს ვიტყვით"

უცხოური ფეხბურთი 13-მარ, 20:239 STEVEN 1425


მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ სასწაული არ იქნება, თუ მისი გუნდი ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში დამარცხდა.
"ფეხბურთში სასწაული არ არსებობს. არსებობს მოულოდნელობები. თუ ცსკა კარგად ითამაშებს, "რეალი" კი ცუდად, ასეთი მოულოდნელობა მოხდება”, - თქვა მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
"რეალის" თავკაცმა დასძინა, რომ მოვლენებს უფრო ოპტიმისტურად უყურებს და სჯერა, რომ მისი გუნდი გაიმარჯვებს.
"ჩვენ არავის ვუფრთხით, გუნდი კარგადაა მომზადებული", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
კითხვაზე, დატოვებს თუ არა "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ცსკა-სთან მარცხის შემთხვევაში, მოურინიომ უპასუხა, რომ მადრიდის "რეალის" მომავალი არც მხოლოდ მოსკოვურ გუნდთან შეხვედრაზეა დამოკიდებული და არც მთლიანად ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლაზე.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (128)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]