Image

ბერბატოვი კლუბის დატოვებას აპირებს

უცხოური ფეხბურთი 13-მარ, 20:309 STEVEN 1023


“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურ თავდამსხმელ დიმიტარ ბერბატოვს წელს სათამაშოდ ძალიან ცოტა დრო ეძლევა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ბულგარელი სხვა კლუბების შემოთავაზებებს განიხილავს. 2011-2012 წლების სეზონში ბერბატოვს სულ 19-ჯერ მოუწია “მანჩესტერის” მაისურის ჩაცმა, მათ შორის, 8-ჯერ შეცვლაზე შევიდა.
“ველოდები მწვრთნელის გადაწყვეტილებას. მინდა, მეტი სათამაშო დრო მქონდეს და მეტის გატანაც შევძლო. რაც ახლა ხდება, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. რამდენჯერაც მოედანზე შევედი, იმდენჯერ მაღალი შეფასება დავიმსახურე, თუ ამას მწვრთნელი ვერ დაინახავს, მეც სხვა გუნდების ვარიანტების განხილვა მომიწევს” - ციტირებს ბერბატოვის სიტყვებს Foxsport-ი.
შეგახსენებთ, რომ დიმიტარი “მანჩესტერში” 2008 წელს “ტოტენჰემიდან” გადავიდა. მაშინ “წითელმა ეშმაკებმა” მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადეს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (284)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა