Image

"ბაიერნი" vs "ბაზელი" (პრევიუ)

უცხოური ფეხბურთი 13-მარ, 21:269 STEVEN 1468


ტურნირი: ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი
დასაწყისი: 23:45
სტადიონი: "ალიანს არენა"
მსაჯი: კლატენბურგი



13 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ფარგლებში, ბაიერნი, საკუთარ მოედანზე, ბაზელს უმასპინძლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონთა ლიგაში, საკუთარ მოედანზე გამართული 12 მატჩიდან ბაიერნმა 11-ში გაიმარჯვა, ბაზელს საკუთარ მოედანზე მოპოვებული უპირატესობის შესანარჩუნებლად ყველა ძალ-ღონის გამოყენება მოუწევს

ფაქტები
• “ბაიერნმა” ევროტურნირების პლეი ოფის პირველი მატჩი სტუმრად 0:1 5-ჯერ წააგო. მიუნხენელები შემდეგ ეტაპზე 4-ჯერ გავიდნენ;
• ევროტურნირების პლეი ოფის პირველი თამაში “ბაზელმა” საკუთარ კედლებში 1:0 4-ჯერ მოიგო. შვეიცარიელები შემდეგ ეტაპზე 3-ჯერ გავიდნენ;
• “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 საშინაო თამაშიდან 11 მოიგო;
• მიმდინარე გათამაშებაში, “ბაზელს” გასვლაზე წაგება არ აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად ჩატარებულ მატჩში, შვეიცარიელები უკანასკნელად “ბაიერნთან” დამარცხდნენ;
• ყველა ტურნირის გათვალისწინებით, “ბაიერნმა” ბოლო 17 საშინაო თამაშიდან 16 მოიგო;
• “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 თამაში მშრალად წააგო;
• ყველა ტურნირზე, “ბაზელს” 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გასვლაზე, შვეიცარიელებს უკვე 14 თამაშია არ წაუგიათ;
• “ბაიერნი” განსაკუთრებით სახიფათო პირველ ტაიმშია. 11 გოლიდან 9 მიუნხენელებმა შესვენებამდე გაიტანეს;
• მიუნხენელები “ბაზელს” შეხვედრის ბოლო 15 წუთში უნდა უფრთხოდნენ. “ბაზელს” სულ 12 გოლი აქვს გატანილი, აქედან ოთხი 76-დან 90-ე წუთამდე;
• “ბაზელმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 თამაში მოიგო


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (200)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა