"ბარსელონა" და "მილანი" (ისტორიული ფაქტები)

უცხოური ფეხბურთი 16-მარ, 22:539 STEVEN 2062 1






“ბარსელონა”-“მილანის” დაპირისპირების ისტორია
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრამ “მილანი” და “ბარსელონა” კვლავ ერთმანეთს შეახვედრა. ალბათ, მკითხველს დააინტერესებს ამ ორი გრანდის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა და საინტერესო ამბები წარსულიდან...
სულ, ეს გუნდები 13-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და “ბარსელონას” აქვს მცირე უპირატესობა: 5 მოგება, 4 ფრე, 4 მარცხი. ბურთების შეფარდებაც კატალონიელთა მხარესაა – 19:18. ეს ყველაფერი ევროტურნირებზე, ანუ არაამხანაგურ მატჩებში.
1959. ჩემპიონთა თასი. მერვედფინალი.
მილანი-ბარსელონა 0:2, 1:5
1989. უეფას სუპერთასი.
ბარსელონა-მილანი 1:1, 0:1
1994. ჩემპიონთა ლიგა. ფინალი.
მილანი-ბარსელონა 4:0
2000. ჩემპიონთა ლიგა. I ჯგუფური ეტაპი.
ბარსელონა-მილანი 0:2, 3:3
2004. ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი.
მილანი-ბარსელონა 1:0, 1:2
2006. ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი.
მილანი-ბარსელონა 0:1, 0:0
2011. ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი.
ბარსელონა-მილანი 2:2, 3:2
რა შეხსენება გინდათ, “ბარსა” და “მილანი” მიმდინარე ლიგაში ერთ ჯგუფში იყვნენ. “კამპ ნოუზე” მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო “სან სიროზე” კატალონიელებმა 3:2 იმარჯვეს. ჯგუფიდან ორივე იოლად გავიდა, რადგან “კონკურენტებად” ბატე და “პლზენი” ჰყავდათ.
ყველაზე ხმაურიანი თამაში კი 1994 წელს ათენში იყო, როცა ფაბიო კაპელოს “როსონერიმ” 4:0 გაანადგურა იოჰან კრუიფის “ბარსა”. ეს ლიგის ფინალში... ასეთ ანგარიშს მართლაც არავინ მოელოდა. მილანელები დანიელე მასაროს დუბლით შესვენებამდე 2:0 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი დეიან სავიჩევიჩის სუპერგოლი (მეკარე სუბისარეტას შორიდან თავზე გადაუგდო ბურთი) და მარსელ დესაის მეოთხე გოლი მოჰყვა. შოკური საღამო იყო “ბლაუგრანას” ვარსკვლავებისგან დახუნძლული გუნდისთვის.
დაუვიწყარი იყო 3:3 “სან სიროზე”, როცა რივალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
2006 წელს კი “ბარსელონამ” მინი-რევანში აიღო 1994 წელს განადგურებისთვის. ნახევარფინალში სტუმრად 1:0 იმარჯვა ლუდოვიკ ჟიულის გოლით (რონალდინიოს ბრწყინვალე პასს რომ მოჰყვა), კატალონიაში კი გუნდებმა კარი მშრალად შეინახეს.
და ამჯერად? ფავორიტი უდავოდ “ბარსელონაა”, თუმცა ჩემპიონთა ლიგას სიურპრიზებიც უყვარს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

F.C.D.T - 1925 19-მარ, 12:31

http://football.ucoz.de/news/seria_a_video_mimokhilva/2012-03-19-339

აუ ეს ნახეთ გთხოვთ ყველას
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018