უცხოური ფეხბურთი
ფორლანი პრესას ადანაშაულებს

მილანის "ინტერის" ურუგვაელმა ფორვარდმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ ხშირად პრესა პრობლემას უქმნის მის გუნდს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფორლანს და გუნდის მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერს შორის კონფლიქტია, მაგრამ ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო.

"ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რასაც პრესაში ვკითხულობ სრული სისულელეა, ისინი ათასგვარ ჭორებს იგონებენ"

"მე პატივს ვცემ "ინტერის" ფანებს, აქ იმისთვის არ ჩამოვსულვალ კონფლიქტები, რომ მომეწყო. თუ მე დავუშვებ შეცდომას და ბოდიში მექნება მოსახდელი, აუცილებლად ვიზამ ამას"

"არიან ადამიანები, რომლებმაც იციან თუ როგორ ისარგებლონ გარკვეულ სიტუაციებში. ხშირად მედია პრობლემას უქმნის "ინტერს". ისინი იგონებენ ჭორებს, რომლების სიმართლეს სულაც არ შეესაბამება"-
განაცხადა ფორლანმა.








კომენტარის დამატება