რამოსს წითელი გაუქმეს, ოზილი 1-ს, პეპე კი 2 მატჩს გამოტოვებს

უცხოური ფეხბურთი 23-მარ, 23:169 Sportnews 1550 0






სკანდალური შეხვედრი შემდეგ, რომელიც "ვილიარეალს" და "რეალს" შორის გაიმართა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯის მიერ დარიგებულ წითლებზე შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო.

"რეალის" ვიცე-კაპიტანს სერხიო რამოს შეხვედრაში მიღებული პირველი ყვითელი ბარათი გაუუქმეს, რაც ავტომატურად წითელი ბარათის გაუქმებას ნიშნავს, მაგრამ ამ ფაქტს, როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარე აქვს "რეალისთვის". დადებითია, რომ რამოსი შეძლებს "სოსიედადის" წინააღმდეგ თამაშს, უარყოფითი კი გახლავთ, რომ თუ რამოსმა "სოსიედადთან" ყვითელი ბარათი მიიღო ის უკვე პაპლონაში გამართულ შეხვედრას გამოტოვებს "ოსაუნას" წინააღმდეგ, რაც უფრო დიდი დანაკლისი იქნება.

რაც შეეხება ოზილს და პეპეს, ოზილი ერთ მატჩს გამოტოვებს , პეპე კი გადაურჩა დიდ მატჩიან დისკვალიპიკაციის რაოდენობას, როგორც ამას ვარაუდობდნენ, ის მხოლოდ 2 შეხვედრაში დააკლდება თავის გუნდს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018