უცხოური ფეხბურთი
ბარსელონამ მალიორკას სძლია

კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგაში მოგებათა სერიას განაგრძობს, ამჯერად მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრად "მალიორკა" დაამარცხა 2-0.

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კატალონიელებს ადვილი შეხვედრა არ ჰქონიათ, მასპინძლებს რამდენიმე საკმაოდ კარგი მომენტი ჰქონდათ, რომლის გამოყენება ვერ შეძლეს. "ბარსელონამ" კი მორიგი სამი ქულა მოიპოვა, მაგრამ "რეალთან" სხვაობა არ შემცირებულა და კვლავ 6 ქულას შეადგენს.

შეხვედრაში ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა 25-ე წუთზე, საჯარიმოს ჩაწოდების შემდეგ ბურთი პირდაპირ კარის ბადეში აღმოჩნდა, ეს არგენტინელი ფეხბურთელისთვის 35-ე გოლი გახლდათ ლა ლიგაში. ამ რაოდენობის გოლი არც ერთ "ბარსელონას" ფეხბურთელს არ გაუტანია აქამდე.

მეორე გოლის ავტორი სტუმართა მცველი პიკეა , ესპანელმა ფეხბურთელმა "მალიორკას" საჯარიმოში არეული სიტუაციით ისარგებლა და მეორე გოლი გაიტანა. ასევე უნდა ითქვას, რომ 55-ე წუთზე სრულიად უსაფუძვლოდ გააგდეს მოედნიდან "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარა.



ლა ლიგას-ს ცხრილი












კომენტარის დამატება