Image

რეალმა სოსიედადი გაანადგურა

უცხოური ფეხბურთი 25-მარ, 11:409 Sportnews 1692


















მას შემდეგ რაც მადრიდის "რეალმა" ზედიზედ ორი შეხვედრა ფრედ ითამაშა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სოსიედადს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

უნდა ითქვას, რომ "რეალმა" თავის შეხვედრა "ბარსელონას" თამაშის შემდეგ ჩაატარა, მადრიდელებმა იცოდნენ, რომ კატალონიელებს შეხვედრა მოგებული ჰქონდათ, ამიტომ "რეალი" პირველივე წუთებიდან საქმეს სერიოზულად შეუდგა და ანგარიში უკვე 5 წუთზე გახსნა. გოლი ბენზემას გადაცემის შემდეგ იგუაინმა გაიტანა.

32-ე წუთზე, კაკას ძალიან კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა რონალდუმ მასპინძელთა უპირატესობას სოლიდური სახე მისცა. აღვნიშნავთ, რომ პორტუგალიელისთვის ეს ლა ლიგაში გატანილი მე-100 გოლი იყო. მე-40 წუთზე, ალონსოს გრძელი პასის შემდეგ, ბრავოსთან პირისპირ უკვე ბენზემა გავიდა, რომელმაც წინგამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ფრანგი შემტევის გოლიდან ერთ წუთში, სან სებასტიანელი ფეხბურთელის შორეულ დარტყმას მიმართულება რამოსმა შეუცვალა, რომელმაც პასივში ავტოგოლი ჩაიწერა.

მე-2 ტაიმის დაწყებიდან 4 წუთი იყო გასული, როდესაც ხედირას კარგი პასით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ბენზემამ დუბლი გაიფორმა. შვიდ წუთში, იგივე რონალდუმაც გააკეთა, რომელმაც გოლად იგუაინის ფლანგური გადაცემა აქცია.

გოლები


ლა ლიგას-ს ცხრილი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 25 მარტი 2012 19:34
სანჩესინიო,
ხამებო მეოთხეჯერ ზედიზედ რათ გინდათ ლა ლიგა wink
Sportnews 25 მარტი 2012 14:32
სანჩესინიო,
კაი კაცო არ უნდა მაგას wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Alex_Song 25 მარტი 2012 13:10
Richie,
კაი კაცო:)
Richie 25 მარტი 2012 11:49
ასეთ რეალს ბარსა ვერ შეაჩერებს :)) ჩავთვალოთ რომ ლა ლიგა უკვე მოიგო რეალმა
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (292)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა