იბრაჰიმოვიჩი: მინდა, რომ ლიგა ბარსელონამ მოიგოს!

უცხოური ფეხბურთი 27-მარ, 23:269 JaVale McGee 1484 0






"მილანის" წამყვანმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტებთან საკმაოდ გულახდილად ისაუბრა ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებიოთ. მათ "ბარსელონას" წინააღმდეგ მოუწევთ გაალშქრება.

ჟურნალისტის დასმულ კითხვას, ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას "რეალი" თუ ბარსა, იბრაჰიმოვიჩმა გაიღიმა და ნათელი პასუხი გასცა: "მინდა, რომ ლიგა "ბარსელონამ" მოიგოს! თუმცა ფინალი ჯერ არ არის და ყველაფერი მალე გადაწყდება".

ფეხბურთელს იმ კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა, რომელიც ეხება მის ურთიერთობას გვარდიოლასა და "ბარსელონასთან". "წარსული, წარსულია და არ ღირს გახსენება. "ბარსაში" თამაში დიდი ოცნება იყო, როგორც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. წარსულის გახსენება არ ღირს. მე ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში ვთამაშობდი", - აღნიშნა ფეხბურთელმა.

იბრაჰიმოვიჩს ჰკითხეს, მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, შეხვედრისას ხელს ჩამოართმევს თუ არა, ფეხბურთელმა განაცხადა: "კიდევ ვიმეორებ, ნუღარ შევეხებით წარსულს და რაც მოხდა, ვეღარ შევცვლით. სიმართლე გითხრათ ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის და ვფიქრობ, არც მისთვის. ცხოვრება გრძელდება და რატომ უნდა დავკარგოთ დრო უაზრო ფიქრებზე. მთელი ყურადღება ახლა ხვალინდელ მატჩზე უნდა გადავიტანოთ. უძლიერესი მეტოქე შეგვხვდა და მჯერა, ღირსეულად ვიბრძოლებთ".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018